სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი პარლამენტში ახალი ინიციატივით შესვლას აპირებს. როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ინიციატივა ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებულების მიერ ციხიდან ოჯახის წევრებთან განხორციელებული სატელეფონო ზარების მონიტორინგს უკავშირდება.
“ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩვენთან წერენ განცხადებას ქალბატონები, ყოფილი და მოქმედი მეუღლეების თაობაზე, რომ რამენაირად გაკონტროლდეს ამ ადამიანების მხრიდან არასასურველი სატელეფონო ზარები. ამის დარეგულირების სამართლებრივი ბერკეტი ამ ეტაპზე არ არსებობს“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოება უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით ქალბატონები. მისი განცხადებით, ყველა უწყება კოორდინირებულად უნდა მუშაობდეს რისკების შეფასებასა და პრევენციაზე, რაც ყოველმხრივ დაეხმარება და ხელს შეუწყობს ოჯახური ძალადობის პრევენციას.