სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ხელისუფლებაში რჩება. სომხეთის პარლამენტმა ის პრემიერის პოსტზე დაამტკიცა. სომხეთის ახალი კონსტიტუციით ქვეყანა საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა, პრემიერ მინისტრი სახელმწიფოს მეთაურია, პრეზიდენტს ნომინალური ფუნქციები დარჩა.
პარლამენტის სხდომა და სარგსიანის დამტკიცება ქუჩაში ოპოზიციის მაშტაბური აქციების ფონზე მიმდინარეობდა. მომიტინგეებმა პარლამენტის შენობამდე მისვლა ვერ შეძლეს, სამართალდამცავებმა პარლამენრის შენობისკენ მიმავალ ქუჩაზე შინაგანი ჯარებისა და სპეცდანიშნულების რაზმების რამდენიმე კორდონი ჩადგეს.
აქციის ლიდერმა დეპუტატმა ნიკოლ პაშინიანმა “სახალხო ხავერდოვანი რევოლუცია” დაანონსა. მომიტინგეებმა სახელმწიფო უწყებების შენობების ბლოკირება დაიწყეს. მჯდომარე აქცია მიმდინარეობს თითქმის ყველა სახელისუფლებო შენობასთან. რესპუბლიკის მოედანზე მთავრობის სასახლესთან მაშტაბური მიტინგი იწყება. პაშინიანი აცხადებს, რომ ხალხს სარგსიანის მართველობა არ სურს და ოპოზიცია თავის ნებას მშვიდობიანი დემონსტრაციებით გამოავლენს. საპროტესტო აქციების მსვლელობისას პოლიციამ 80 მომიტინგე დააკავა. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების რამდენჯერმე მოხდა.