ახალი ამბები მთავარი სამართალი

“თეიმურაზ ბაქრაძეს მტკიცებულება არ გაუნადგურებია”: ბარნოვის ქუჩის მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულის ადვოკატი

ბარნოვის ქუჩაზე თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული თეიმურაზ ბაქრაძის ადვოკატმა ოთარ ხურციძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფბმა თავიდან ნამდვილად არ იცოდა აღნიშნული დანაშაულის შესახებ.

“ტელევიზორშიც არ ჰქონდა ნანახი. ფაქტობრივად დაკავებამდე ერთი-ორი საათით ადრე უკვე მისთვის ცნობილი გახდა და დაკავების შემდეგ ყველანაირად ითანამშრომლა გამოძიებასთან.

როცა ვეფხია ბაქრაძე მასთან სახლში სისხლიანი ტანსაცმლით მივიდა, თეიმურაზ ბაქრაძემ ჰკითხა, რატომ ჰქონდა ტანსაცმელი სისხლიანი, მან კი უპასუხა, რომ სვამდა მეგობართან და სადღაც თხრილში ჩავარდა ნასვამ დგომარეობაში. ფაქტობრივად, დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე მოუყვა მან მკვლელობის შესახებ.

არანაირი მტკიცებულება თეიმურაზ ბაქრაძეს არ გაუნადგურებია და არც შეეძლო გაენადგურებინა. ის არის უწესიერესი, უპატიოსნესი, მშრომელი ადამიანი და არანაირი შეხება არ აქვს კანონთან, სამართალდარღვევა მას არასოდეს ჩაუდენია” – განაცხადა თეიმურაზ ბაქრაძის ადვოკატმა ოთარ ხურციძემ.

რამდენიმე საათის წინ საქალაქო სასამართლომ თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მის ნათესავ თეიმურაზ ბაქრაძეს პატიმრობა დანაშაულის დაფარვისთვის შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ვეფხია ბაქრაძემ თავისი მეუღლის შვილს, თაკო გამრეკელაშვილს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

იტვირთბა....