სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნ ჩვილის სასამართლომ მიტოვებული ბავშვის სტატუსი მიანიჭა. პატარა გასაშვილებელი ბავშვების სიაშია. ამ ეტაპზე პატარა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ იმყოფება.
ახალშობილი რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, კართან ახალშობილი იპოვეს. ჩვილი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მიზნით, კლინიკა “რუსთავის” ჩვილ ბავშვთა განყოფილებაში გადაიყვანეს.
გამოძიება 127-ე მუხლით დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, კართან ახალშობილი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა სამართალდამცველებმა, ბავშვი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მიზნით, კლინიკა “რუსთავის” ჩვილ ბავშვთა განყოფილებაში გადაიყვანეს.