ახალი ამბები მთავარი სამართალი

“წინა საღამოს ვეფხია ბაქრაძე გამრეკელაშვილს დაემუქრა”: ბარნოვის ქუჩის მკვლელობის საქმის პროკურორი

“გამოძიებაში დადგენილია, რომ ვეფხია ბაქრაძეს სწორედ გარდაცვლილის მკვლელობა სურდა. წინა საღამოს ბრალდებული თამარ გამრეკელაშვილს დაემუქრა ტელეფონზე საუბრისას”- ამის შესახებ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა იოსებ ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიება გრძელდება, ამ ეტაპზე მტკიცებულებების მოპოვებისა და ექსპერტიზების ეტაპია, რის შემდეგაც საქმე არსებით განსახილველად გადაიცემა.

“რაც შეეხება კონკრეტულად პროკურატურის მიდგომას, მინდა გითხრათ, რომ ყველა ის პირი, რომელიც მხილებული იქნა ძალადობრივი დანაშაულის ჩადენაში დაისჯება უმკაცრესად.

სახლიდან ამოღებულია თხევადი ნივთიერება, ბრალდებულის განმარტებით ეს არის ბენზინი, მაგრამ ჩვენ დადასტურებით ამ ეტაპზე არ შეგვიძლია ვთქვათ, რადგან ჯერ ექსპერტიზა არ არის დასრულებული. მისი განმარტებით, უნდა დაეწვა გარდაცვლილის დედის ტანისამოსი.

წინა საღამოს ბრალდებული მას დაექმურა. სატელეფონო კომუნიკაცია შედგა გარდაცვლილსა და ბრალდებულს შორის. დაძაბულობა იყო მათ შორის იმიტომ, რომ გარდაცვლილი ხელს უშლიდა მათ ურთიერთობას. დედამისს ეუბნებოდა, რომ არ შერიგებოდა და არ ეცხოვრა მოძლადესთან ერთად”- აღნიშნა პროკურორმა.

რამდენიმე საათის წინ საქალაქო სასამართლომ თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მის ნათესავ თეიმურაზ ბაქრაძეს პატიმრობა დანაშაულის დაფარვისთვის შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ვეფხია ბაქრაძემ თავისი მეუღლის შვილს, თაკო გამრეკელაშვილს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

იტვირთბა....