ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არაადეკვატური და ბინძური კამპანია”: აბაშიშვილის პასუხი მმართველ გუნდს და “ევროპულ საქართველოს”

საქართველოს პრეზიდენტის მიმართა გამოთქმულ კრიტიკას, რომელიც 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის, წარსულში შეწყალების ფაქტს ეხება, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კიდევ ერთხელ ეხმაურება.

გიორგი აბაშიშვილი გაკეთებულ განცხადებებს, „ქართული ოცნების“ და „ევროპული საქართველოს“ კოალიციურ, ბინძურ კამპანიას უწოდებს.

აბაშიშვილი ამბობს, რომ ხუთშაბათს საქართველოს პრეზიდენტს, შეწყალების კომისიის წევრებსა და სასჯელაღსრულების მინისტრს შორის შეხვედრა შედგება.

„იმ სრულიად არაადეკვატური და ბინძური კამპანიის ფონზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით აწარმოა კოალიციამ „ქართული ოცნება“ და „ევროპულმა საქართველომ“, მინდა, მივესალმო მინისტრ კახა კახიშვილის ძალიან კონსტრუქციულ, საქმიან პოზიციას აღნიშნულ საკითხზე.

მე დღეს მქონდა კომუნიკაცია ბატონ მინისტრთან და ჩვენ შევთანხმდით, რომ ხუთშაბათს შედგება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მინისტრსა და შეწყალების კომისიის წევრებს შორის“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 16 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პარლამენტში “ევროპული საქართველო” და “ქართული ოცნება” ახალ უმრავლესობას ქმნიან, რომლის მთავარი მიზანი პრეზიდენტის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანიაა.

იტვირთბა....