13 აპრილს ბარნოვის ქუჩაზე საზარელი მკვლელობის დეტალებზე, ბრალდებულის ქალიშვილი, ნათია ბაქრაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსი“-ში საუბრობს.
„მამაჩემი არ არის ისეთი ადამიანი, რომ წამოუაროს და ასეთი რაღაც გააკეთოს. არასწორია ის ბრალდებები რომ ნათია გობაძე მხოლოდ მამაჩემს ადანაშაულებს. ის აცხადებს, რომ ყველაფერს და მათ შორის ურთიერთობასაც აიძულებდა. მობილური უყიდა, ბინის ქირას მამაჩემი უხდიდა და ესეც იძულებით?
ჩვენი ცხოვრების დანგრეაში ორივე დამნაშავეა, როგორც მამაჩემი ასევე ნათიაც. არცერთის ცხოვრებას აქვს აზრი, ორივემ თავი უნდა მოიკლას, ყველას ცხოვრება დაგვინგრიეს, შვილებსაც და შვილიშვილებსაც. ჩვენ სულ ერთად ვიყავით ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. თაკო ხუმრობდა კიდეც რამე, რომ მომივიდეს ჩემს შვილებს შენ გიტოვებო. ჩვენზე არავინ ფიქრობ რამხელა შოკში ჩაგვაგდეს. “
ტელევიზიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ თითქოს ვიცავ მამაჩემს, ეს სრული სისულელა სხვა რომ არაფერი მან მეც დამინგრია ცხოვრება და ჩემ შვილებსაც“ – განაცხადა სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შვილმა ქეთი ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ბარნოვის 77-ში 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი 13 აპრილს, საღამოს მოკლეს. მკვლელობა გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული, 1972 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს. ის გოგონას მამინაცვალია.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით გამოჭრეს. საზარელი მკვლელობა 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის 77 ნომერში, მოხდა. საცხოვრებელ სახლში მეზობლები ბავშვების განწირული ყვირილის შემდეგ შევიდნენ. მკვლელობის მთავარი მოწმეები მოკლულის 3 და 6 წლის შვილები არიან. სწორედ მათგან გახდა ცნობილი სავარაუდო მკვლელის ვეფხვია ბაქრაძის ვინაობა.
მკველობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე, რომელიც გარდაცვლილის დედის ყოფილი ქმარია, სოფელ თელეთში დააკავეს. მას ბრალი დაუმძიმდა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალი გადაკვალიფიცირდა 11 პრიმა 109–ე მუხლად, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.