ახალი ამბები მთავარი სპორტი

“რეალსა” და “იუვენტუსის” თამაშის არბიტრს ემუქრებიან

სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის პოლიციამ “რეალსა” და “იუვენტუსის”  თამაშის არბიტრს დაცვა მიუჩინა. ამის მიზეზად კი გამოცემა იმ მუქარის შემცვლელ შეტყობინებებს ასახელებს, რომელიც მსაჯმა სოციალურ ქსელში მიიღო. არბიტრს მაიკლ ოლივერს, იმის გამო ემუქრებიან, რომ მან  ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში “რეალსა” და “იუვენტუსს” შორის, როდესაც   “იუვენტუსი” 3:0-ს იგებდა, არბიტრმა ტურინელთა კარში პენალტი დანიშნა და მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი გააძევა.

ამით ოლივერმა ხელი შეუწყო ტურნირიდან “იუვენტუსის” გავარდნას და ამის შემდეგ, მისი მისამართით მუქარის წერილები გავრცელდა. გარდა ამისა, ფანებისთვის ცნობილი გახდა მსაჯის მეუღლის ტელეფონის ნომერი და მუქარის ტალღმა მისი მისამართითაც წავიდა.

თავის განცხადებაში პოლიციამ დაადასტურა, რომ არბიტრს დაცვა მიუჩინა, აგრეთვე გააფრთხილა ყველა, რომ მუქარა სისხლის სამართლის დანაშაულია და მსგავის შეტყობინებების ავტორები დაისჯებიან.

შეგახსენებთ, რომ “რეალსა” და “იუვენტუსის” ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ფინალურ მატჩზე,  მსაჯმა მაიკლ ოლივერმა  93-ე წუთზე “რეალის” სასარგებლოდ  თერთმეტ მეტრიანი პენალტი დანიშნა, რამაც იტალიელი გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია. მის მიერ დანიშნულმა ჯარიმამ  “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მიღმა დატოვა.

იტვირთბა....