პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მწვავე განცხადებას, საპარლამენტო უმცირესობა ეხმაურება და „ქართულ ოცნებასთან“ შესაძლო გარიგებას უარყოფს. ოთარ კახიძის განცხადებით, ის ცდილობს, რომ პასუხისმგებლობას გაექცეს და საკით სხვა სიბრტყეში გადაიტანოს.
„ეს ღიმილის მომგვრელი ამბავია. საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“ რომლის გუნდის წევრიც გახლდათ ბატონი მარგველაშვილი. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ხედვა. პრეზიდენტ მარგველაშვილის ხედვა ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ ხედვას ემთხვევა იმიტომ, რომ ისინი ერთი გუნდის წარმომადგენლები არიან. ამ ბრალდებებში მე შორს აღარ წავალ. პრეზიდენტი ცდილობს, რომ პასუხისმგებლობას გაექცეს და საკითხი გადაიტანოს სხვა სიბრტყეში,“-აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით იმასთან დაკავშირებით , რომ „ევროპულმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ ახალი საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირება დაიწყეს და მათი მთავარი გამაერთიანებელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლაა.