aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

პუტინი: “დასავლეთის მორიგი იერიში სირიაზე გლობალურ ქაოსს გამოიწვევს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის აზრით, დასავლეთის მორიგი იერიში სირიაზე გლობალურ ქაოსს გამოიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას ABC  ავრცელებს.

კრემლის განცხადების მიხედვით, პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა სირიაში არსებული ვითარება განიხილეს. ორი ლიდერი ფიქრობს, რომ დასავლურმა კოალიციაში სირიაში 7-წლიანი კონფლიქტის დარეგულირებას ხელი შეუშალა.

შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დამასკოსა და ჰომსის პროვინციაზე. ეს იყო კოალიციის პასუხი სირიის დედაქალაქის შემოგარენში, დუმაზე მიტანილ ქიმიურ შეტევაზე, რაშიც ისინი ასადის სამხედროებს ადანაშაულებენ.

სირიის ხელისუფლება უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას და აცხადებს, რომ თავდასხმა გაყალბებულია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიაში განხორციელებული სარაკეტო იერიში დაგმო.

იტვირთბა....