დაზარელებულმა მძღოლებმა სამუშაოზე დაბრუნების მოთხოვნით პროკურატურასტან აქცია გამართეს.
მძღოლებს უკანონო ტვირთის გადაზიდვის გამო რამდენიმე თვის წინ სატვირთო ავტომობილები ჩამოართვეს. მათი თქმით ტრაილერებით უკანონოდ ტვირთის გადაზვიდვის შემთხვევები იყო, თუმცა ისინი მზად არიან ჯარიმები გადაიხადონ და მუშაობა განაგრძონ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შიმშილობას დაიწყებენ.