ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Made by tata – უმაღლესი ხარისხის სამოსი, იდეალური ფასი და კლიენტზე მორგებული მომსახურება

ატელიე Made by tata, თბილისში ცინცაძის N7, იგივე საბურთალოს N37 ში მდებარეობს და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს. კომპანია 5 წლის წინ შეიქმნა და ქართულ ბაზარზე უკვე დიდი მოწონებით სარგებლობს. ატელიე ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდა და დღეს უკვე წარმატებული პროდუქციის წარმოებით გამოირჩევა, რასაც ადასტურებს კიდეც უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი. Made by tata მონაწილეობას იღებს უამრავ გამოფენებსა და Show Room-ებში. ატელიეს დამფუძნებელი და დიზაინერი თათა დემურიშვილი მის წარმატებას დაუღალავ შრომას უკავშირებს.
„დიზაინერობა ჩემი პროფესია არ ყოფილა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი მარტომ დავიწყე. ვიყავი ერთი, შემდეგ ორი და დღეს უკვე 6 თანამშრომელი ვქმნით პროდუქტს. ვფიქრობ კიდევ უფრო გავაფართოვო წარმოება და ეს იქნება კარგი როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი მომხმარებლისთვისაც“ – ამბობს ჩვენთან თათა დემურიშვილი.


13 აპრილს, „აქსისის“ სავაჭრო ცენტრში, რომელიც საბურთალოს N12-ში მდებარეობს, გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილია Made by tata- ს მზა პროდუქცია. გამოფენა 22 აპრილს დასრულდება და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ადგილზე მივიდეს, ნახოს გაეცნოს და შეაფასოს მართლაც უმაღლესი ხარისხის პროდუქცია. გამოფენის დასრულებისთანავე კოლექცია გადავა Made by tata-ს ატელიეში.
სადიზაინერო ხელოვნებაში უმთავრეს როლს ქსოვილი და მისი ხარისხი ასრულებს. აღსანიშნავია, რომ Made by tata- ს დამფუძნებელს, თათა დემურიშვილს პროდუქცია მსოფლიოს ისეთი ქვეყნიდან ჩამოაქვს, როგორებიცაა იტალია, საფრანგეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სხვ. ამასთან, ის მატერიას ქართულ ბაზარზეც ყიდულობს, მაგრამ კომპანიის მთავარი პირობა უმაღლესი ხარისხია. ამიტომაცაა, რომ ბაზარზე არსებული სხვადასხვა ტიპის მაღაზიებთან შედარებით, Made by tata უმაღლესი ხარისხის პროდუქციით გამოირჩევა, რაც ნამდვილად თვალშისაცემია.
გემოვნებიანად და კარგად შერჩეული სამოსი ადამიანის ცხოვრებას მნიშვნელოვნად ალამაზებს. სხვადასხვა ღონისძიებებზე შესაბამისად შემოსილი ადამიანი უფრო ახლოსაა იმ მომენტთან, როცა სიამოვნებას განიცდის საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს. გემოვნებიანად და ხარისხიანად შემოსვა აათმაგებს განცდას იგრძნო თავი სრულყოფილ პიროვნებად. ცხოვრებაში, ერთ–ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი მომენტი არის ბანკეტი. Made by tata-მ უკვე იზრუნა ამაზეც, დღეს ის იღებს ინდივიდუალურ შეკვეთებს და მაქსიმალურად ცდილობს მომხმარებელზე მორგებული სამოსი შექმნას. დიზაინერები და მომხმარებელი ერთობლივ აზრამდე მიდიან და ასე იქმნება Made by tata-ს ნებისმიერი პროდუქტი.


ასევე მნიშვნელოვანი მომენტია ქორწილი. ყველა პატარძლის სურვილია იყოს იდეალური. Made by tata-ს არაჩვეულებრივი დიზაინერები ნებისმიერ სურვილს რეალურად ასხამენ ფრთებს, რომ თქვენი საქორწინო კაბა საოცარი იყოს.
დაახლობით 2 წელია რაც Made by tata სახელობით ხალათებს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბაზარზე ინოვატორები არ ყოფილან, მათ არ დაუკარგავთ ინდივიდუალიზმი და არ მიუბაძავთ სხვა კომპანიებისთვის. სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია პროდუქცია შეუკვეთოს როგორც ატელიეში, ასევე ონლაინ რეჟიმშიც.


“Made by tata“-ს ასევე აწარმოებს საბავშვო პროდუქციას, როგორიცაა ნაქარგი ბოდეები, პირსახოცები, ხალათები და სხვა.
ფასები მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნაზე. დღეს, ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, Made by tata-ს ფასები შედარებით დაბალია, რაც არანაირად არ მოქმედებს ამ კომპანიის მიერ წარმოებულ უმაღლეს ხარისხზე.
Made by tata – ეს არის კომპანია, სადაც უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, შეღავათიან ფასად შეიძენთ და რაც ყველაზე მთავარია, ფართო ასორტიმენტთან ერთად, Made by tata მომხმარებელს ეხმარება მასზე მორგებული იდეალური სამოსის შეკერვაში.

 

იტვირთბა....