ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ტრამპს 30 მილიონი დოლარი უკვე მობილიზებული აქვს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინასაარჩვენო კამპანიის ფარგლებში უკვე 30 მილიონი დოლარია მობილიზებული. ლაპარაკია 2020 წლისთვის მეორე ვადით კენჭისყრაზე. ამის შესახებ ktla წერს.

თანხის მობილიზება ტრამპის მხარდამჭერების შემოწირულობების წყალობით მოხდა.

ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თავისი სლოგანი უკვე დაასახელა.  ის ამომრჩევლებს სთავაზობს ამერიკა ის სიდიადე შეუნარჩუნოს, რომელიც მისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში მოიპოვა ქვეყანა.

ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის სლოგანად მოიფიქრა – “შევინარჩუნოთ დიადი ამერიკა“ (Keep America Great!).

2016 წლის 8 ნოემბრის საპრეზიდენტი არჩევნების დროს დონალდ ტრამპის სლოგანი იყო – “კვლავ გავხადოთ ამერიკა დიადი“(Make America Great Again).

იტვირთბა....