ქალთა მოძრაობამ ფემიციდზე პეტიცია შექმნა. ავტორთა თქმით, საქართველოში ქალების გაშხირებული მკვლელობების გამო პარლამენტს, პროკურატურას, შსს-სა და პრეზიდენტს მიმართავენ.
“დღეს საქართველოში ქალები განიცდიან მრავალმხრივ ჩაგვრას და დისკრიმინაციას, მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არ არის დაცული და დღეს ქალებს სიკვდილით სჯიან, ამ პეტიციის ხელისმომწერნი მივმართავთ
საქართველოს პარლამენტს
მიიღოს სპეციალური მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის აკრალვის შესახებ, ან გამოყოს გენდერულად მოტივირებული მკვლელობა დამამძიმებელ გაერმოებად და განსაზღვროს ამ დანაშაულისთვის 13-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა; ხოლო სხვა დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევებში უვადო პატიმრობა.
პროკურატურას
სპეციალური მუხლის ამოქმედებამდე ჩადენილი ფემიციდის შემთხვევებში პროკურატურამ გამოკვეთოს გენდერული დისკრიმინაციის მოტივი, რათა მოსამართლემ შეძლოს სანქციის დამძიმება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
დროულად შეიმუშაოს და ეფექტურად აღასრულოს რისკების შეფასება, რათა ყველა საშუალებით მოხდეს ფემიციდის თავიდან აცილება.
საქართველოს პრეზიდენტს
არ გამოიყენოს შეწყალების უფლებამოსილება ფემიციდსა და სხვა გენდერული სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე”-ნათქვამია პეტიციის აღწერაში.