„ბედნიერი ვართ, რომ მთელი წმინდა სინოდი დღეს აქ იმყოფება და ვდღესასწაულობთ ამ დიდ დღესასწაულს“- განაცხადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. პატრიარქმა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში კვირაცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა აღავლინა და მრევლს დღესასწაული მიულოცა.
“კვირაცხოვლობა არის აღდგომის დღესასწაულის გაგრძელება. ეს არის განსაკუთრებული დღე. ამ დღეს კიდევ უწოდებენ თომას კვირიაკეს. თომა მოციქული იყო პირველი მოციქული, რომელმაც აღიარა უფალი, როგორც ღმერთი. შევთხოვთ უფალს, რომ ძალი ერსა თვისსა მისცეს და აკურთხოს ერი თვისი მშვიდობოთ. ბედნიერი ვართ, რომ მთელი წმინდა სინოდი დღეს აქ იმყოფება და ვდღესასწაულობთ ამ დიდ დღესასწაულს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, საქართველოს მფარველი. ეს დღესასწაული ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ დღეს მაკურთხეს მღვდლის ხარისხში, როცა ვიყავი სასულიერო აკადემიის სტუდენტი. წმინდა თომა მოციქული შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს”,- განაცხადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ.