ქსელში ყალბი ვიდეო გავრცელდა, თოთქოს, მარკ ცუკერბერგი Facebook-ზე ანგარიშს აუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას Imedinews.ge ავრცელებს.
გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც მილიონობით ადამიანმა ნახა, Facebook-ის დამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ქსელი ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ შეიქმნა, კვლევების შედეგებით კი დგინდება, რომ ადამინები მას საკმარისზე მეტ დროს უთმობენ.
ორიგინალი ვიდეო ცუკერბერგმა სექტემბერში გაავრცელა, რომლის დახმარებითაც მან მომხმარებელს ყალბი ახალი ამბებისა და დემოკრატიულ პროცესში სოციალური მედიის როლის შესახებ აცნო.
წყარო: Imedinews.ge