ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გვარამია: “ვისაც ნულოვანი ტოლერანტობა არ მოგწონდათ, წადით და მოკლული გოგოს ოჯახს მოუყევით თქვენი არგუმენტები”

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ბარნოვზე მომხდარ მკვლელობას ეხმაურება.

“ვისაც ნულოვანი ტოლერანტობა არ მოგწონდათ, წადით ახლა და მრგვალ ბაღთან მოკლული გოგოს ოჯახს მოუყევით თქვენი არგუმენტები. სხვა მისამართებსაც ჩამოგიწერთ მოგვიანებით. იმდენია, დიდხანს გეყოფად სასიარულოდ და სალაყბოდ”, – წერს გვარამია.

მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს, საღამოს მოხდა. გარდაცვლილია 1993 წელს დაბადებული ქალი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად დასთან იმყოფებოდა.

იტვირთბა....