ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჯანელიძე: “სარაკეტო დარტყმები სირიაში ქიმიური იარაღის საშუალებებზე, არის სათანადო და საჭირო პასუხი”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სირიაში სარაკეტო დარტყმებს გამოეხმუარა. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს. მისი განცხადებით, სარაკეტო დარტყმები „სათანადო და საჭირო“ პასუხია სირიაში მშვიდობიან მოქალაქეებზე გახორციელებულ ქიმიურ თავდასხმაზე და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

„აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სარაკეტო დარტყმები სირიაში ქიმიური იარაღის საშუალებებზე, არის სათანადო და საჭირო პასუხი სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმაზე. ქიმიური იარაღის გამოყენება დაუშვებელია და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“ – ამბობს მიხეილ ჯანელიძე.

იტვირთბა....