ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი ონიანის საქმეზე საპროცესო შეთანხმება მიღწეულია

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ონიანის საქმეზე საპროცესო შეთანხმება მიღწეულია.

მოსამართლე დაინტერესდა მხარეებისგან, თუ რა ხდებოდა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. პროკურორმა აღნიშნა, რომ საპროცესო შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ვიდრე პროკურორი საპროცესო შეთანხმებას დეტალურად გააცნობდა სასამართლოს, მსჯავრდებულმა გიორგი ონიანმა პროცესის ნაწილობრივ დახურვის თხოვნით მიმართა სასამართლოს და განმარტა, რომ მის მიერ გასაკეთებელი განცხადება შეიცავდა პირად ინფორმაციას. შესაბამისად, სურდა პროცესის ნაწილობრივ დახურვა.

მოსამართლემ გაიზიარა მსჯავრდებულის შუამდგომლობა და დღევანდელი სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში ნაწილობრივ დახურა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი სამართალდამცველსა და ადვოკატს, გიორგი ონიანს ბრალი უკანონო დაკავებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში ედება. საქალაქო საასმართლომ მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იტვირთბა....