ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გუკა რჩეულიშვილი “ცენტრ-პოინტის” დაზარალებულებს პასუხობს

„ცენტრ-პოინტის“ ხელმძღვანელი კომპანიის მიერ დაზარალებულებს პასუხობს, რომლებიც ხელშეკრულებების გაფორმებას M²-თან ითხოვენ, რადგან „ცენტრ-პოინტს“ არ ენდობიან. გუკა რჩეულიშვილის თქმით, დაზარალებულების მოლოდინი უსაფუძვლოა. ის არ გამორიცხავს, რომ  ხელშეკრულებაში დამატებითი ახალი პირობები ჩაიდოს, რომელიც მათ გარანტიას მისცემთ,  რითაც გარკვეულ დროში საკუთარი ბინები გადაეცემათ.

„M² იღებს და ამთავრებს ვალდებულებებს. ჩვენ M²-ს ამის საფასურად მიწებს გადავცემთ. ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი ჩემთან M² გამოდის, მე – ხალხთან. ყველაფერი დაფიქსირებული იქნება იურიდიულად,“- განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა.

განმარტებებს აკეთებენ M²-ში. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამშენებლო კომპანია ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს კლიენტებთან არ აფორმებს.

შეგახსენებთ, რომ დაზარალებულები “ცენტრ-პოინტის” მიერ შეთავაზებულ პირობებს არ ეთანხმებიან და M²-თან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვენ.

M²-ისა და „ცენტრ-პოინტის“ შეთანხმების მიხედვით, დაზარალებულებთან პასუხისმგებელი კვლავ „ცენტრ-პოინტი“ რჩება. დაზარალებულები კი აცხადებენ, რომ ისინი „ცენტრ-პოინტს“ არ ენდობიან.

იტვირთბა....