ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი აჭარაში გაიხსნა

ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი აჭარაში გაიხსნა. შტაბი ჩაქვშია, სადაც მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება. რეგიონს ფაროსანასთან საბრძოლველად სპეციალური ტექნიკა გადაეცა.

დამონტაჟდა პირველი სპეციალური დამჭერი ხაფანგიც (ფერომონი). მონიტორინგის მეშვეობით მოხდება მავნებლის იდენტიფიცირება და გავრცელების არეალის დადგენა. შედეგების მიხედვით, დაიგეგმება მავნებლის საწინააღმდეგო კონკრეტული ღონისძიებები.

2017 წელს აზიური ფაროსანას მონიტროინგის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 21 ათასი დამჭერი ხაფანგი-ფერომონი განთავსდა და მოქმედებს ცხელი ხაზი (15-01).

შეგახსენებთ, რომ აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, მხოლოდ 2016 წელს მავნებელმა მწერმა მეთხილეობის დარგს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა.

იტვირთბა....