ქუთაისის მერიის ბალანსზე მყოფი ავტომობილების შენახვისათვის მიმდინარე წელს ამავე ქალაქის მერია, 800 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. გადაწყვეტილებას აპროტესტებს საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები.
პარტიის თავმჯდომარის, გიგა შუშანიას თქმით, მიმდინარე წელს ადგილობრივი ხელისუფლება ავტომობილების შეკეთებაზე 340 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. თანხაზე მერიამ მიმდინარე წლის 14 მარტს უკვე გამოაცხადა ტენდერი და გამარჯვებულიც გამოავლინა. მისივე განცხადებით, ქუთაისის მერიამ 2018 წელს ასევე გეგმავს, ჯამში 440 00 ლარის საწვავის შეძენას გეგმავს.
“ნაციონალური მოძრაობა” მოუწოდებს ქუთაისის მერიას გააუქმოს ტენდერი და მოხდეს საკუთარი ავტოპარკის, მათ შორის ძვირადღირებული ჯიპების გაყიდვა, რაც ბიუჯეტს საშუალებას მისცემს დაზოგოს მნიშვნელოვანი თანხები და საკუთარი კომფორტის ნაცვლად, ის მოხმარდეს ახალი სოციალური პროგრამების დაფინანსებას”,-ამბობს გიგა შუშანია.
ქალაქის მერიაში ოპოზიციური პარტიის განცხადებასთან დაკავშირებით ამ დროისათვის კომენტარს არ აკეთებენ.