შემდეგი პრობლემა რაც ქართულ ოცნებას აუცილებლად დაუდგება ეს საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევა იქნება – ამ განცხადებას მმართველ პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე კომენტირებისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს. მისი თქმით, ოცნებაში არსებული კრიზისი ნინია კაკაბაძით არ არის გამოწვეული.
“რამდენიმე დაჯგუფება არსებობს და თავიანთი ინტერესების დასაცავად იბრძვის. ამ ჯგუფებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ ვინ იქნება საპრეზიდნეტო კანდიდატი. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ შედეგი დაპირისპირების საგანი საპრეზიდნეტო კანდიდატი იქნება. ვნახოთ, რომელი ჯგუფი შეძლებს გამარჯვებას…საკმაოდ დრამატულ მოვლენებს უნდა ველოდოთ. სწორედ, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით“, აცხადებს “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ვახტანგ ძაბირაძე და მისივე თქმით, დაპირისპიებაში საბოლოო სიტყვას ივანიშვილი იტყვის. ძაბირაძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი კანდიდატის შერჩევაში არ მიიღებს მონაწილებას, მაგრამ შერჩეულებიდან გადაწყვეტილებას ის მიიღებს.
პირველი რადიო