თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და დავით ხარშილაძე უდანაშაულოდ ცნო.
ხარშილაძეს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ედავებოდა (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). საქალაქო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ 20 სექტემბერს გამოიტანა.
ხარშილაძე აცხადებს, რომ წაყენებულ ბრალში უდანაშაულო იყო და მას ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს.