ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პოროშენკომ დსთ-ს წევრი ქვეყნების სიიდან უკრაინის ოფიციალურად გამოყოფა მოითხოვა

კიევში უშიშროების სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მინისტრთა კაბინეტს დსთ-ს წევრი ქვეყნების სიიდან უკრაინის ოფიციალურად გამოყოფის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადა.

პოროშენკომ მინისტრებს მინსკში უკრაინული წარმომადგენლობის საბოლოო გაუქმებისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა რადაში კანონპროექტის შეტანას შეჰპირდა, რომელიც რუსეთთან მეგობრული შეთანხმებების ზოგიერთი დებულების დაუყოვნებლივ შეწყვეტას გულისხმობს.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კავშირში 11 ქვეყანა შედის – ყველა პოსტსაბჭოური რესპუბლიკა საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა.

კიევმა 2014 წელს დსთ-ის წევრობაზე უარი თქვა, თუმცა ოფიციალური მოთხოვნა დღემდე არ გაუგზავნია.

იტვირთბა....