ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნაცვლიშვილი: “საკითხებზე რაზეც საუბარია Freedom House-ის ანგარიშში, პრეზიდენტის მხრიდან არაერთხელ იყო საუბარი”

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმ კონკრეტულ საკითხებზე, რაზეც საუბარია Freedom house-ის ანგარიშში და შეფასებულია უკუსვლად, პრეზიდენტის მხრიდან არაერთხელ იყო საუბარი. მისი თქმით, Freedom House-ის მოსაზრებებს სერიოზულად ადევნებენ თვალყურს საქართველოს პარტნიორები და ეს არის ყურადსაღები თვითონ ქვეყნისთვის.

„ის საკითხები, რაზეც საუბარია Freedom House-ის ანგარიში და შეფასებულია უკუსვლად, არაერთხელ ჯერ კიდევ ამ პრობლემების ადრეულ ეტაპზე ხაზგასმულ იქნა პრეზიდენტის მხრიდან. პრეზიდენტი საუბრობდა, რომ ამ მიმართულებებით, იყო ეს სასამართლო, მედია თუ ა.შ. ქვეყანას ჰქონდა სერიოზული გამოწვევები და რომ ეს თემები იყო მისახედი.

სამწუხაროა, რომ არ მოხდა ამ მიმართულებით საკითხების გადაჭრა და ახლა უკვე ამ თემებზე ღიად და კრიტიკულად საუბრობს საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანიზაცია. ბუნებრივია, Freedom House-ის მოსაზრებებს სერიოზულად ადევნებენ თვალყურს ჩვენი პარტნიორები და ეს არის ყურადსაღები ჩვენთვისაც.

კიდევ ერთხელ ძალიან სამწუხაროა, რომ თემები, რაზეც საუბრობს პრეზიდენტი, რაზეც საუბრობს ქვეყნის შიგნით არაერთი აქტორი, რომ არის პრობლემები და არ ხდება ამ პრობლემებზე დროული რეაგირება და შემდეგ უკვე ეს პრობლემები კიდევ უფრო სერიოზულ რეზონანსს იძენს, როგორც ეს მოხდა Freedom House-ის ანგარიში“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

იტვირთბა....