მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ ქაშვეთის ეკლესიაში მსახიობ ლეილა აბაშიძის პანაშვიდზე განაცხადა, რომ ხალხი სანამ ცოცხალია იქამდე უნდა მოეფერო.
“ლეილა აბაშიძეს გახსენება არ უნდა, ის იყო ქართული კინოს ვარსკვლავი. მთელმა მსოფლიომ გაიცნო. გუშინ მთხოვეს ინტერვიუ, სადაც ასეთი ფრაზა ვთქვი, რომ ალბათ, საქართველოში უნდა მოკვდე, რომ მერე გაახსენდე ხალხს”, – განაცხადა კიკაბიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქაშვეთის ეკლესიაში მსახიობ ლეილა აბაშიძის პანაშვიდი მიმდინარეობდა. გარდაცვლილი ორ საათზე გამოასვენეს და დედის გვერდით დაკრძალეს.