“ქართული ოცნების” დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უმრავლესობაში დაპირისპირების ნიშნები სახეზეა და ამ ნიშნებს მკურნალობა სჭირდება.
ამასთან, ქუცნაშვილის შეფასებით, ის რაც მმართველ გუნდში ხდება, კრიზისი არ არის, რადგან გუნდს გადაწყვეტილებების მიღების უნარი გააჩნია, ხოლო კრიზისი გადაწყვეტილებების მიღების უუნარობას ნიშნავს.
“თუ დააკვირდებით, მე ვერიდები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას და არის მიზეზები, რის გამოც ვერიდები. თითოეული ამ შემთხვევის განხილვა და შეფასება რომ დავიწყო, უნებლიეთ ჩამრთავთ ამ დაპირისპირების ელემენტებში”, – აღნიშნული არგუმენტით ქუცნაშვილმა უმრავლესობაში დაპირისპირების მიზეზების შეფასებისგან დღეს თავი შეიკავა.