ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ვირჯინიის სამხედრო ბაზიდან ორი ამერიკული კრეისერი გავიდა

სირიაში მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის დაწყების წინ ვირჯინიის სამხედრო ბაზიდან ორი ამერიკული კრეისერი გავიდა. სავარაუდოდ, ორივე ხმელთაშუა ზღვისკენ გაემგზავრება, სადაც უკვე იმყოფება მართვადი რაკეტებით აღჭურვილი მესამე ხომალდი “დონალდ კუკი.”

ვაშინგტონში სირიის ქიმიურ თავდასხმაზე საპასუხოდ ყველა ვარიანტს განიხილავენ, თუმცა სარაკეტო იერიშების დაწყების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. შეერთებული შტატების გარდა, სამხედრო მზადყოფნაშია ბრიტანული ხომალდები კვიპროსის ბაზაზეც.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერეზა მეიმ სირიის მიმართულებით გემებისა და წყალქვეშა ნავების გაგზავნის ბრძანება გასცა. დღეს კი მთავრობის საგანგებო სხდომას ჩაატარებს.

მოსალოდნელი ავიადარტყმებისთვის ემზადება სირიის არმიაც. მოიერიშეები მათ ლატაკიის რუსულ ბაზაზე გადაიტანეს. თავად რუსეთი კი ხმელთაშუა ზღვაში ამერიკული გემების გადაადგილებას აკვირდება.

იტვირთბა....