იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, სოციალურ ქსელში აანონსებს, რომ ის იწყებს სასამართლოების რეგიონულ ტურს.
“დავიწყე სასამართლოების რეგიონული ტური. სასამართლოებს ხელი უდევს რეგიონის მაჯისცემაზე. სიღარიბე, სოციალური პრობლემები, რეგიონის ეკონომიკა: ეს ყველაფერი სასამართლოს ცხოვრებაში ვლინდება. მაგალითად, დღეს შემხვდა მაღაზიაში წვრილმანი ქურდობისთვის დაკავებული ბიჭის ნათესავები, ვისაც არავითარი ინფორმაცია არ ქონდა საკუთარ უფლებებზე, პროცედურაზე, რომ არსებობს უფასო იურიდიული დახმარება. დღეს გურჯაანში ვიყავი და ძალიან საინტერესო და სასარგებლო საუბარი მქონდა აქაურ მოსამართლეებთან” – განაცხადა ანა დოლიძემ.