მადრიდში წაგების შემდეგ ტურინის “იუვენტუსის” გოლკიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ მსაჯს გულის ნაცვლად სანაგვე ურნა აქვს.
“football italias”-თან საუბრისას ბუფონმა განაცხადა, რომ მომენტი გაურკვეველი იყო და ასეთ დროს პენალტი არ უნდა დანიშნულიყო.
“თუ მსაჯობა არ შეუძლია დაჯდეს ტრიბუნაზე და წვენი დალიოს. ამ თამაშში მთელი გული ჩავდეთ და ერთმა კაცმა ყველაფერი წყალში ჩაყარა”, – განაცხადა ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “იუვენტუსმა” მადრიდის “რეალის” უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში 3-1 დაამარცხა, მაგრამ შინ წაგებული ქონდა 3-0 და შემდეგ ეტაპზე მადრიდელები გავიდნენ.
თამაშს ინგლისელი რეფერი მაიკლ ოლივერი სჯიდა.