საზოგადოება

პენიტენციურ დაწესებულებებში წმინდა ცეცხლი მიაბრძანეს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მდებარე ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. დაწესებულებებში იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში გადმოსული წმინდა ცეცხლიც მიაბრძანეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი N15 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე წმ.ნიკოლოზის სახელობის ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას მსჯავრდებულებთან ერთად დაესწრო.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ტაძარში შეკრებილებს მიულოცა.

„რამდენიმე წელია უკვე ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ეს ტაძარი მოქმედებს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლები ტრადიციულად აქ ვხვდებით აღდგომას. მინდა, რომ აქ მყოფ ადამიანებს, მათ ოჯახებს და სრულიად საქართველოს მივულოცო აღდგომის დღესასწაული,“- განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

იტვირთბა....