ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ჩვენი ქვეყნის “დაუყონებლივ გადასახდელი“ ვალის მოცულობა 758,2 მილიონი დოლარია

2018 წლის მეორე კვარტალში ქვეყნიდან 1, 132 მილიარდი დოლარი გავა-ეს ის თანხაა, რაც ქვეყანას მომავალი 3 თვის განმავლობაში საგარეო ვალის გადახდისთვის მოუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას BPN-ი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის მონაცემით, „დაუყონებლივ გადასახდელი“ ვალის მოცულობა 758,2 მილიონი დოლარია.

ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი საქართველოს საგარეო ვალის გადახდის განახლებული გრაფიკის მიხედვით, 2018 წლის მეორე კვარტალში სამთავრობო სექტორის 111,1 მილიონი დოლარის საგარეო ვალის დაფარვა მოუწევს, ეროვნულ ბანკს – 0,7 მილიარდი დოლარის, კომერციულ ბანკებს კი 422,8 მილიონი დოლარის.

მე-2 კვარტალში გადასახდელი 1,132 მილიარდი დოლარიდან 897,4 მილიარდი დოლარი ძირი თანხაა, 235 მილიონი დოლარი კი პროცენტი.

იტვირთბა....