„ვისოლმა“ „სოლიდარობის ფონდთან“ ერთად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა. „სოლიდარობის ფონდის“ ინიციატივას პალიტრა L”-იც შეუერთდა და მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიურ განყოფილების ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა. მკურნალობის ქვეშმყოფ 30-მდე ბავშვებისათვის ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები დაამზადა სოციალურმა საწარმომ „კოდალა“. სააღდგომო ტკბილეული ბავშვებს „სმარტის“ ციყვმა გადასცა და ერთობლივი საჩუქრებით ბავშვებისთვის სადღესასწაულო განწყობა შექმნა.
სოლიდარობის ფონდი 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ფონდმა დღემდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 22-წლამდე 500-ზე მეტი ბავშვისა და მოზარდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა დააფინანსა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – საზღვარგარეთ.
სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან, საქართველოში, უსახსრობის გამო, სიმსივნით დაავადებული არცერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაღუპულა.