aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს მრავალი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს დამოუკიდებლობის  100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საქართველოს შესახებ 100 – ზე მეტი კულტურული ღონისძიება,  სამეცნიერო კონფერენცია, ლექციათა ციკლი და საგაზეთო სტატია. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ავრცელებს.

საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობების მიერ მთელი წლის განმავლობაში  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოეწყობა პირველ დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებული ისტორიული ფოტო გამოფენები, საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველი ღონისძიებები.

საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს მრავალი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები. მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში საქართველოსთან მეგობრობის სიმბოლოდ მემორიალური დაფები განთავსდება.

იტვირთბა....