ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტყიბულში მეშახტეები აქციას მართავენ

ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი ტყიბულის მერს თეიმურაზ ჩუბინიძეს შეხვდნენ.

აქციის მონაწილეები საშემოსავლოს გაუქმებას ან შემცირებას, საპენსიო ასაკის დაწევას, ქალაქის მერისგან კი ხელისუფლებასთან შუამდგომლობას ითხოვენ.

თეიმურაზ ჩუბინიძის განცხადებით, მან მოისმინა მეშახტეთა მოთხოვნები და ის მეშახტეებს შესაბამის უწყებებთან უშუამდგომლებს, რათა მათი პრობლემები აღმოიფხვრას და მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს მინდელის შახტში ტრაგედია მოხდა, რასაც 6 მეშახტე ემსხვერპლა.

იტვირთბა....