ახალი ამბები მთავარი სამართალი

ექსპერტის მტკიცებით, ბუტა რობაქიძის საქმეზე წარდგენილი ჩანაწერი, რომელზეც 2004 წლის 23 ნოემბრის მოვლენებია ასახული, მონტაჟია

ვიდეოექსპერტის მტკიცებით, ბუტა რობაქიძის საქმეზე წარდგენილი ჩანაწერი, რომელზეც 2004 წლის 23 ნოემბრის მოვლენებია ასახული, მონტაჟია. ამის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა გიორგი გიორგაძემ სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჩანაწერში, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარა, „გაუმართლებელი ცვლილებები ფიქსირდება“.

“წარმოდგენილი იყო ერთი ცალი ფლეშკა დალუქულ პაკეტში, სადაც იყო 10-წუთიანი ჩანაწერი. ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ვიდეო არის მონტაჟის წესით მიღებული. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ვიდეო არის მონტაჟი. რიგ ადგილებში ფიქსირდება გაუმართლებელი ცვლილებები”, – განაცხადა ექსპერტმა.

ცნობისთვის, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი იმ ვიდეოჩანაწერის თაობაზე იკითხება, რომელიც 2004 წლის 23 ნოემბერს, ბუტა რობაქიძის გარდაცვალებას და შემთხვევის ადგილზე იარაღების არსებობას ასახავს.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

იტვირთბა....