თეთრიწყაროში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ადგილობრივებმა ალგეთის სატყეო უბნიდან, 12 მ3 – მდე რცხილას სახეობის საშეშე მერქანის ტრანსპორტირება სათანადო დოკუმენტაციის გარეშე განახორციელეს.
სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, „ზილ-131“ მარკის სატვირთო ავტომანქანები დაილუქა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს