ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია ელიზბარაშვილზე: “ფსიხია და არის, რას იზამ უსიამოვნოა, მაგრამ არა უჩვეულო სამხრეთული საქართველოსთვის”

“რუსთვი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ძაღლების თავშესაფრის მფლობელის თამაზ ელიზბარაშვილზე გავრცელებულ ვიდეოებს ეხმაურება და აცხადებს, რომ გაუგებარია ვინ გადაიღო და გამოაქვეყნა ეს ვიდეოები.

“ერთი ის ვერ დავადგინე, ამ ელიზბარაშვილის სიფსიხე ვინ გადაიღო და რატომ გამოაქვეყნა.
სიფსიხე ვერ გავიგეთქო, ვერ ვიტყვი – უნდა ვაღიარო, უარესი სიფსიხეები ჩემს მიერ ჩადენილი. და რაღაც არ მახსენდება, უპატრონო ძაღლებს ვუვლიდე, მანამდე სახლი, თავშესაფარი, თანამშრომლები და მეგობრები ჩამიძირ-დამიხრჩოს წყალდიდობამ. თუმცა, მეც მაქვს ჩემი ნერვიული აშლილობების წინაპირობები.
ფსიხია და არის, რას იზამ, უსიამოვნოა, მაგრამ არა უჩვეულო სამხრეთული საქართველოსთვის. პირადი საუბარია, ტელეინტერვიუ ხო არაა? როგორ და რატომ გამოქვეყნდა, ეგ კია გაუგებარი მთელ მაგ ისტორიაში”, –  წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ გუშნ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ელიზბარაშვილი მის თანამშრომელს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, ხოლო შემდეგ დიმა ობოლაძეს სიტყვიერად უპირისპირდება.

იტვირთბა....