ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ოჯახებს დავით ბეჟუაშვილმა მიუსამძიმრა

ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ოჯახებს ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” (GIG) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, დავით ბეჟუაშვილმა მიუსამძიმრა:

„დიდი ტრაგედიაა დღეს ჩვენს საერთო დიდ ოჯახში. ამ ტრაგედიამ ჩვენს საერთო ოჯახს ექვსი შვილი გამოაცალა. დიდი ტრაგედიაა ტყიბულისთვის და მთელი საქართველოსთვის“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.
მინდელის შახტში დაღუპული ექვსი მეშახტიდან ხუთს დღეს კრძალავენ. სამგლოვიარო პროცესია ტყიბულში ამ წუთებში მიმდინარეობს.

თითოეულ ოჯახზე კომპენსაციის სახით გათვალისწინებულია 50 ათასი ლარი, აქედან 20 ათას სადაზღვევო კომპანია დაფარავს, 30 ათასს კი „საქნახშირი“.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს ტყიბულის შახტაში აფეთქების შედეგად, ექვსი მეშახტე დაიღუპა.

იტვირთბა....