თანამშრომლების გაფიცვის გამო, ავიაკომპანია “ლუფთჰანზამ 800 რეისი გააუქმა. ისინი ხელფასების მომატებას ითხოვენ. თანამშრომლები დღეს სამსახურში არ გამოცხადდებიან.
გერმანული პროფკავშირის ინფორმაციით, გაფიცვა ქვეყნის რამდენიმე აეროპორტში, მათ შორის ფრანკფურტში, მიუნხენში, კიოლნსა და ბრემენშია დაგეგმილი.