თბილისში, პეკინის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში ქალისა და მამაკაცის ცხედრები იპოვეს. ისინი უცხოეთის მოქალაქე ცოლ-ქმარი აღმოჩნდნენ. ბინა მათ რამდენიმე დღით ჰქონდათ დაქირავებული.
წინასწარი ვერსიით, ცოლ-ქმრის გარდაცვალების მიზეზად CO-თი ინტოქსიკაცია იქცა.
ცხედრები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.
როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის პრიმა მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
1tv.ge