ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქი: “მართალია, ეკლესია და სახელმწიფო ინსტიტუციონალურად ერთმანეთისაგან გამიჯნული უნდა იყოს”

„მართალია, ეკლესია და სახელმწიფო ინსტიტუციონალურად ერთმანეთისაგან გამიჯნული უნდა იყოს და არის კიდეც, მაგრამ ქვეყნის შენების საქმეში აუცილებლად უნდა თანამშრომლობდნენ“, – განაცხადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სააღდგომო ეპისტოლეში.

მისი განცხადებით, ქვეყნის შენებისთვის აუცილებელია საზოგადოებაში სწორი ღირებულებათა სისტემის არსებობა და ამის საფუძველზე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარება.

“ფაქტია, ყველას გვინდა ძლიერი, განვითარებული ქვეყანა გვქონდეს. ამის მიღწევა კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ საზოგადოებაში სწორ ღირებულებათა სისტემა იარსებებს და ამ საფუძველზე მოხდება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების მოგვარება. დეზორიენტირებული საზოგადოება კი ქაოსში ჩაიძირება და სახელმწიფოს დიდად დააზარალებს. მიგვაჩნია, რომ, მართალია, ეკლესია და სახელმწიფო ინსტიტუციონალურად ერთმანეთისაგან გამიჯნული უნდა იყოს და არის კიდეც, მაგრამ ქვეყნის შენების საქმეში აუცილებლად უნდა თანამშრომლობდნენ,“ – ნათქვამია პატრიაქრის სააღდგომო ეპისტოლეში.

იტვირთბა....