პატრიაქი სააღდგომო ეპისტოლეში ქვეყნის დემოგრაფიულ ბრობლემებზე საუბრობს. მისი განცხადებით, მოსალოდნელია მოსახლეობის კლება, რომლის გადაჭრის გზად აუცილებელია აბორტის საწინააღმდეგო განწყობის შექმნა და მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად კანონის შემუშავება, რომელიც არა მარტო ქართულ, არამედ სხვა ეთნიკური წარმოშობის ოჯახებსაც შეეხება.
“მოკლე დროში ნავარაუდევია მოსახლეობის 28% -ით კლება, რაც ისედაც მცირერიცხოვანი ჩვენი ერისთვის უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება. ამ საგანგაშო მდგომარეობის ნაწილობრივ მაინც გამოსწორებისათვის, ჩვენი აზრით, აუცილებელია აბორტის, როგორც უმძიმესი ცოდვის, საწინააღმდეგო განწყობის შექმნა და პირველ ეტაპზე მრავალშვილიანი ოჯახების გარკვეული ნაწილისთვის ცალკე კანონის შემუშავება, რათა მათ დასახმარებლად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.
“კარგი იქნება, ქვეყანამ განსაკუთრებული პირობები შეუქმნას როგორც ქართველ, ისე სხვა ეთნიკური წარმომავლობის მრავალშვილიან ოჯახებსაც,” – ნათქვამია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.