ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქი: „სულიერი სიცარიელის ფონზე ახალგაზრდებში გახშირდა თვითმკვლელობა“

„სულიერი სიცარიელის ფონზე ახალგაზრდებში გახშირდა თვითმკვლელობა,“ – აღნიშნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სააღდგომო ეპისტოლეში.

სააღდგომო ეპისტოლეში პატრიარქმა ასევე ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონსა და ხვალინდელი დღის შიშზე ისაუბრა.

„გაჩნდა გრძნობა დაუცველობისა და ხვალინდელი დღის შიშისა, სულიერი სიცარიელის ფონზე ახალგაზრდებში გახშირდა თვითმკვლელობა, რისი ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მოქმედებენ გარკვეული ჯგუფები, რომელნიც მოზარდებს სხვადასხვა სახით აიძულებენ, სიცოცხლე ამ სახით დაამთავრონ. დაიკარგა უფროსის პატივისცემა, ებრძვიან ავტორიტეტებს, ქმნიან ახალი „ღირებულებების“ შესაბამის პერსონებს და მათ წარმოაჩენენ მისაბაძად. ამ მოვლენებს მეტ-ნაკლებად საქართველოშიც აქვს ადგილი. ჩვენთან დიდია უმუშევართა, სოციალურად დაუცველთა და უცხოეთში სამუშაოდ წასულთა რიცხვი; იცლება სოფლები და რაიონები; დამაფიქრებელია ხალხის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც, რასაც ხშირ შემთხვევაში სტრესული მდგომარეობა და მდარე პროდუქტებით კვება იწვევს“, – ნათქვამია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.

იტვირთბა....