ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზეციურ ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:45 წუთზე ჩამოიტანენ

მაცხოვრის საფლავზე გადმოსულ ზეციურ ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში, თბილისის აეროპორტში დღეს 23:45 წუთზე ჩამოიტანენ.

აეროპორტში წმინდა ცეცხლს სასულიერო პირები და მრევლი დახვდება. ღვთაებრივი ცეცხლის წაღება ყველა მსურველს შეეძლება.

აეროპორტიდან ღვთაბრივ ცეცხლს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს. წმინდა ცეცხლს ასევე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში მიიტანენ.

ზეციური ცეცხლის მაცხოვრის საფლავზე გადმოსვლის მხილველი მართლმადიდებლური სამყარო დღეს კიდევ ერთხელ გახდა. დღეს, იერუსალიმში 15:16 წუთზე ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე კიდევ ერთხელ გადმოვიდა.

წყარო: Imedinews.ge

იტვირთბა....