„ეს იშვიათი შემთხვევაა, რომ დიდ შაბათს დაემთხვას ხარების დღესასწაული,“ – განაცხადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგებისას.
პატრიარქმა მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ როგორც წინაპრებისგან სმენია, ეს დღესასწაული იმდენად დიდია, ამ დღეს ჩიტიც კი ბუდეს არ იკეთებს.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ეს იშვიათი შემთხვევაა, რომ დიდ შაბათს დაემთხვას ხარების დღესასწაული.
მთავარანგელოზი გაბრიელი მოევლინა ღვთისმშობელ დედას და მიმართა: ,,გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა.“
ახლა ჩვენც ვთქვათ ეს საგალობელი: ,,ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.“
ეს დღესასწაული იმდენად დიდია, რომ ჩვენი წინაპრებისგან გამიგონია, ჩიტიც კი ბუდეს არ იკეთებს ამ დღეს.
შევთხოვთ უფალს, რომ ყოვლადწმინდა ღვთიმშობლის ლოცვით და მისი მეოხებით, მისი შუამდგომლობით მშვიდობა გვქონდეს ჩვენ, სრულიად საქართველოს და მთელს მსოფლიოს.“ – განაცხადა პატრიარქმა.