პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის ინიციატივას – „ნაბიჯი უეკეთესი მომავლისკენ“ მხარს უჭერს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში პოლონეთის საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ინიციატივა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის რეინტეგრაციის პროცესში წინგადადგმული ნაბიჯია, რაც ვაჭრობის განვითარებასა და განათლების მიღების ხელმისაწვდომობას ხელს შეუწყობს და მოსახლეობას საქართველოს სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული სხვა შესაძლებლობებით სარგებლობის საშუალებას მისცემს.
„პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდად აფასებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ინიციატივების პაკეტს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის სახ. “ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ”. ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ვაჭრობის განვითარებას, გაზრდის განათლების მიღების ხელმისაწვდომობას და მოსახლეობას საშუალებას მისცეს ისარგებლონ საქართველოს სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული სხვა შესაძლებლობებით. ეს ოფიციალური თბილისის მიერ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი რეინტეგრაციის პროვესში.“- ნათქვამაი აგნცხადებაში.
იმავე განცხადების თანახმად, პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორილ მთლიანობას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ფარგლებში.
“პოლონეთი უპირობოდ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ფარგლებში.“ – ნათქვამაი პოლონეთის საელჩოს ოფიცილურ განცხადებაში.