სლოვენია საქართველოს მთავრობის ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიესალმება. ამის შესახებ ნათქვამია სლოვენიის საგარეო უწყების Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც პირველი არხი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ინიციატივა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოკუპირებულ ცხინვალში, კონფლიქტის მშვიდობიანად და დიალოგით მოსაგავარებლად, მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„სლოვენია მიესალმება საქართველოს ახალ სამშვიდობო ინიციატივას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ კონფლიქტი დიალოგითა და მშვიდობიანი გზით გადაიჭრას“, – ნათქვამია სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიცილაურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდოამზე, 4 აპრილს ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ წარადგინა, რაც სამი მიმართულებით ცვლილებას გულისხმობს.