„ჩვენ ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას და მოკვლევის შედეგს, რომელსაც სამართალდამცავები აწარმოებენ,“ – განუცხადა პირველ არხს, შრომის ინსპექტორმა ირაკლი იობიძემ, ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.
მისი განცხადებით, ტყიბულის შემთხვევის შესახებ დასკვნის მისაღებად კვლევა აუცილებელია. ამისთვის სამხარეულის ექსპერტიზის დასკვნასთან და სამართალდამცავების შედეგებთან ერთად, მნიშვნელოვანია ასევე ცვლის უფროსის, გიორგი ნიქაბაძის ინფორმაცია.
„დასკვნის მოსამზადებლად კომპლექსური კვლევაა საჭირო. ჩვენ ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას და მოკვლევის შედეგს, რომელსაც სამართალდამცავები აწარმოებენ. ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რომელსც მივიღებთ ცვლის უფროსისგან. გიორგი ნიქაბაძესთან გასაუბრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჯერ ვერ ხერხდება. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ შევქმნათ სურათი ფაქტის შესახებ” – განუცხადა შრომის ინსპექტორმა, ირაკლი იობიძემ პირველ არხს.
პირველი არხის თანახმად, სპეციალურმა ჯგუფმა მინდელის სახელობის შახტაში შემთხვევის ადგილის მოკვლევა გამთენიისას დაასრულა.
წყარო: 1tv